მაკა, 9 წლის სანდროს დედა

“პანდემიის დროს ძირითადად სახლში გამოკეტილი ბავშვებისთვის ძირითადი სასწავლო თუ გასართობი სივრცე კომპიუტერი და ტექნოლოგიებია, დისტანცირება კი აუცილებელი მინიმუმი, ცხოვრების „ჯანსაღი“ წესისთვის.

სანდრო 9 წლისაა. ბილინგვალი და ორი ეროვნებისაა. ქართული კარგად იცის, თუმცა იტალიაში, იტალიურ სკოლაში სწავლობს, ამიტომ მისთვის საგანმანათლებლო ენა ქართული არ არის.

ძალიან აინტერესებს კომპიუტერები და კონკრეტულად – მაინკრაფტი. გადავწყვიტე, Mynanny-ის დახმარებით სანდროსთვის ერთი მხრივ ქართულთან კავშირი გამეძლიერებინა და თან მისთვის საინტერესო ვირტუალური გაკვეთილები შემეთავაზებინა კოდირებაში. ჩვენს მასწავლებელს კი ძალიან დიდი მისიაა აქვს დაკისრებული: კოდირება ასწავლოს სანდროს ქართულად!

შედეგი ორი გაკვეთილის შემდეგ: სანდრო ძალიან დაინტერესებული და ძალიან კმაყოფილია, უკვე პატარა პროგრამა შექმნა მასწავლებელთან ერთად. ჩვენი მასწავლებელი კი ძალიან მონდომებული, ძალიან თავაზიანი და მოთმინებით სავსე ბიჭია, რომელსაც შეუძლია რამდენჯერმე აუხსნას სანდროს კოდირების პრინციპები, თუკი მას, მაგალითად, სიტყვები „სიმრავლე“, „რიგითობა“, „მიმდევრობა“ ან “წინადადება” არ ესმის.”


More Reading