“აქამდე მხოლოდ საბავშვო ბაღში ვმუშაობდი და დროებითი ძიძის საქმე ჩემთვის ახალი გამოწვევებით სავსე გამოცდილება აღმოჩნდა.

სახლი მეტად კომპლექსური სამუშაო გარემო ყოფილა:

– აქ მეტი საშიში ნივთია, დიდი ყურადღება გმართებს, რომ ბავშვმა რაიმე არ დაიზიანოს;
– ბავშვი საკუთარ სახლშია და უფრო რთულია წესრიგი და დღის განრიგი დაიცვა;
– ასევე, აქ გაჯეტებთან მეტი წვდომა აქვთ ბავშვებს და უფროსსაც მეტი ენერგიის დახარჯვა მართებს, რომ ბავშვი ხატვით, კითხვით ან სხვა აქტივობით დააინტერესოს;
– რაც მთავარია, ბავშვებს უჭირთ ახალი, სრულიად უცხო ადამიანის მარტივად მიღება, მაგრამ თუ ბავშვს პოზიტიურ და სანდო გარემოს შეუქმნი, კეთილგანწყობას, მხარდაჭერას და მათდამი ინტერესს აჩვენებ ეს ბარიერი მარტივად დაძლევადი ხდება.

ჩემთვის, როგორც ბავშვთან მომუშავე ადამიანისთვის, მთავარია ბავშვმა დაცულად იგრძნოს თავი და მხიარულად გაატაროს ჩემთან ერთად დრო”.

სესილი, 24 წლის

ძიძის გამოწვევები
მადლობა თამარს ამ არაჩვეულებრივი ფოტოსთვის, მხიარულება რომ არ აკლდათ ამ ფოტოდანაც კარგად ჩანს