რა უნდა ვქნათ როცა ჩვენი ძიძა ვერ მოდის?


ძიძა გადაუდებელ შემთხვევაში ბევრ მშობელს სჭირდება, თუმცა ბევრი კიდევ ჭოჭმანობს, ღირს თუ არა ჩვენი დროებითი ძიძის სერვისის გამოყენება. ნინოს და სხვა მშობლების პოზიტიური გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ სერვისის მიმართ ნდობა ყოველდღიურად იზრდება!

ნინო როდონაია:”ზუსტად ასე მოხდა: ორშაბათ დილას ჩვენი ძიძა ვერ მოვიდა. რა უნდა ქნა ასეთ დროს? ერთ საათში გამოცდა გეწყება და კომისიის წევრი რომ ხარ? მერე ასე განვითარდა ყველაფერი: მე და ჩემი მეუღლე ძალიან სწრაფად ვავსებთ My Nanny-ის რეგისტრაციას, იმედით, მაგრამ თან, ეჭვით, გამოვა, ასე სწრაფად ვიპოვით ვინმეს?

იმავე დღის 4 საათზე მოვიდა ლანა. 4 წლის ლექსო, ჩემი შვილი, შეხვდა ძალიან კარგად: ითამაშეს, ჭამეს, წიგნები წაიკითხეს. გზადაგზა ვუხსნიდი ლანას დეტალებს. ისიც წარმოუდგენლად სწრაფად ითვისებდა ყველაფერს. ლანა უკვე მეორე კვირაა ჩვენთანაა. იმედი მაქვს მასაც ისევე მოვწონვართ, როგორც ჩვენ მოგვწონს. ძალიან ადექვატურია, სხარტი და მონდომებულია. უსწრაფესად იგებს და გადააქვს პრაქტიკაში ყველაფერი, რასაც ვუხსნი. ადრეც ვიცოდი მსგავსი სერვისი რომ არსებობდა უცხოეთში, მაგრამ არ მქონდა პასუხი, აქაც რომ ყოფილიყო, მივმართავდი თუ არა. მაგრამ ახლა საქმეში, ჩემს თავზე რომ გამოვცადე, მივხვდი, რომ მართლა რეალური გამოსავალია თან ძალიან კარგი. ასე, რომ მადლობა მაინენის შემქმნელებს და ლანას”.

More Reading