ძიძებთან თანამშრომლობა კოვიდ19-ის პერიოდში


მინდა გამოვეხმაურო სტატიას ჟურნალიდან The New York Times, რომელიც კოვიდ19-ის პერიოდში ბავშვზე ზრუნვის საკითხებს განიხილავს. გავაგრძელოთ თუ არა ძიძის მომსახურება ამ რთულ პედიოდში და რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ ძიძებთან თანამრომლობის კუთხით?

ვეთანხმები სტატიის პათოსს და მეც მიმაჩნია, რომ ეს უპრეცედენტო დროა და რთულია განსაზღვო რა არის უსაფრთხო და ეთიკური. სხვადასხვა ოჯახი ამ რთულ პერიოდში განსხვავებულ გზას ირჩევს, ზოგი საკუთარი ტრანსპორტით უზრუნველყოფს ძიძების მოძრაობას და სთხოვს მას მაქსიმალურად შეზღუდოს სამუშაოს გარეთ კონტაქტები. ბევრს მიაჩნია, რომ გარკვეული წესების დაცვა საჯარო ტრანსპორტში და ზოგადად ხალხთანკონტაქტისას საკმარისია რისკების შესამცირებლად და დამატებით მოთხოვნებს არ უყენებს ძიძას.

ფაქტია, რომ ძიძების დახმარების გარეშე ბევრი ოჯახისთვის წარმოუდგენელია არსებობა და ამ თანამშრომლობის მაქიმალურად უსაფრთხო გზებია მოსაძებნი.

ყველაზე გონივრული გამოსავალია ამ საკითზე გამჭვირვალე საუბარი ჩვენს ძიძებთან და ჩვენი შიშებისა და განცდების ღიად გაზიარება. უდავოა, რომ ორივე მხარის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ჩვენი ოჯახებისა და ძიძებისთვის.

ჩვენი მშობლების ბოლო პერიოდის გამოცდილება ასეთია:

„ჩვენ მანქანით დაგვყავს ძიძა თემქიდან მოგვყავს წერეთელზე. ოჯახში მანქანა არ ჰყავთ. სხვანაირად გვეშინია!“

მარი გაბედავა

„საბურთალოდან თბილისის ზღვაზე დაგვყავდა 3 თვის განმავლობაში  ეხლა უკვე ჩემი ქმარიც გავიდა სამსახურში და ვეღარ ვატარებთ. და თან როდემდე.. მემგონი ცოტ-ცოტა უნდა გავიაროთ ადაპტაცია გარემოსთან. ჩემი ძიძა დღეს პირველად მოვიდა ტრანსპორტით. უსაფრთხოების სრული წესების დაცვით შემოდისსახლში.იცვლის მთლიანად ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წესეიგდება აბაზანაში და მერე მიდის ბავშვებთან“.

სოფო მოსიძე

„ჩვენი ძიძა დღეს მოდის პირველად და ჯერ მაინც ეჭვით ვუყურებ ამ ამბავს…“

თამუნა კვარაცხელია

„ძიძა ჩვენ დაგვყავს მანქანით, უფრო მეტიც, სადმე თუ უნდა წასვლა იქაც ჩვენ მიგვყავს, მეშინია ჯერ სხვანაირად.“

ირმა მოსულიშვილი

„ ჩვენი ძიძა დღეს მოვიდა თავისით პირველად. ხალხი არ იყო ტრანსპორტშიო. ძალიან კი მინდა ვატარო, მაგრამ მისი ოჯახის წევრი დადის უკვე ტრანსპორტით, ასევე ჩვენც უკვე აღარ გვაქვს ტარების საშუალება პლუსვფიქრობ ცოტა ხნით შედარებით კარგი პერიოდია და ჯობია გამოვიყენოთ, სანამ ისევ გამწვავდება სიტუაცია“.

ნინო გულბიანი

ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოძიებას და ჩვენი მშობლების რეკომენდაციებსაც გაგიზიარებთ.

დეტალურად The New York Times სტატია იხილეთ: აქ