გსურთ, რომ თქვენს მეგობრებს შეახსენოთ როგორი მნიშვნელოვანია მათი ღიმილი თქვენთვის?

ჩვენი კრაფტი ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

დაგვჭირდება: თაბახის ფურცელი, ყვითელი (ან სხვა ფერის) ფურცელი, მაკრატელი, ფლომასტერები, ჭიქა და წებო.

პირველ რიგში ავიღოთ თაბახის ფურცელი და გადავკეცოთ შუაზე. ზემოდან მოვათავსოთ ჭიქა და მის გარშემო შემოვხაზოთ წრე, რომელსაც დავუხატავთ პირბადეს და გამოვჭრით ისე, როგორც ვიდეოზეა ნაჩვენები.

შემდეგ ავიღოთ წინასწარ შერჩეული ფერის ფურცელი (ამ შემთხვევაში, ყვითელი), საორიენტაციოდ, მასზე მოვათავსოთ ჭიქა და გამოვჭრათ წრე.

ახლა კი, დროა ავიღოთ თეთრი ფურცელი, რომელზეც პიბადე გამოვჭერით. გადავშალოთ და დავაწებოთ ყვითელი წრე ისე, რომ დაკეცვისას გამოჭრილ ნაწილს ემთხვეოდეს.

შემდეგ ყვითელ წრეს მივუხატოთ თვალები და რაც მთავარია, ღიმილი.

ბოლოს, ავიღოთ ფერადი ფლომასტერები და ჩვენს ბარათს გავუკეთოთ გულიდან წამოსული სასურველი წარწერა.

მოგეწონა კრაფტი, მაშინ ესეც სცადე.