Mynanny.ge* ინოვაციური ვებ-პლატფორმაა, რომელიც მშობლების დასახმარებლად შეიქმნა, შვილებზე ზრუნვის სხვადასხვა საჭიროების მარტივად მოგვარებაში ეხმარება.   

Mynanny.ge 2020 წლის სექტემბრიდან გახდა მშობლებისთვის ხელმისაწვდომი და უკვე 5000-ზე მეტ მშობელს აერთიანებს. 

მშობლებს საშუალება აქვთ პლატფორმაზე დარეგისტირებულ 500-მდე ძიძას, მასწავლებელსა და აღმზრდელს სწრაფად დაუკავშირდნენ და ითანამშრომლონ ერთჯერადად ან გრძელვადიანად.

*https://mynanny.ge ინოვაციების სააგენტოს 100 000 ლარიანი სტარტაპების თანადაფინანსების გრანტის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორის 500Startup-ის მხარდაჭერით სწრაფად ვითარდება.


როგორ ვეხმარებით მშობლებს?

დასაქმებული მშობლებისთვის ბავშვებზე ზრუნვის საკითხების მოგვარება მარტივი არ არის. 

ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად გამოჩნდა ლოქდაუნის პერიოდში. შედეგად, ბევრ მშობელს სამსახურსა და შვილებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. 

მაი ნენის ვებ-პლატფორმა მშობლებს უმარტივებს ბავშვზე მზრუნველის პოვნის საკითხს, რადგან ასობით სკრინინგ-გავლილ და გადამზადებულ ძიძასთან, მასწავლებელთან და აღმზრდელთან მყისიერად აკავშირებს.

მშობლების ბავშვზე ზრუნვაში დამხმარე ხშირად სჭირდებათ, თუმცა ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება თუ:

🟣 მშობლები სახლიდან მუშაობენ და იმისთვის, რომ საქმეზე ფოკუსირება შეძლონ სჭირდებათ ადამიანი, ვინც მათ შვილებს ყურადღებას მიაქცევს ან გაკვეთილების მომზადებაში დახმარება.

🟣 გადაუდებელი საქმე/შეხვედრა აქვთ და ერთჯერადად სჭირდებათ ბავშვის დატოვება სანდო ადამიანთან.

🟣 ბავშვი ავად არის და სამსახურის გაცდენა უწევთ, რადგან დამხმარეს სწრაფად ვერ პოულობენ.

🟣 მაი ნენი ამ პრობლემებს იოლად აგვარებს, რადგან მშობლებს სანდო ძიძის ან მასწავლებლის გამოძახება 1 საათის ვადაშიც კი შეუძლიათ.