იოგა ბავშვებისთვის


ბავშვები “ნათია იოგას” მეძახიან. რაღაცნაირი პასუხისმგებლობაა ასეთი “წოდების” ტარება, განსაკუთრებული! მის გასამართლებლად საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ და მათთან ურთიერთობასაც ძალიან ვუფრთხილდები.

პროფესიით განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი ვარ, პოზიტიური განათლების დანერგვაზე ვმუშაობ – ბავშვების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა დავისახე მიზნად.

ბავშვთა იოგას სერტიფიცირებული კურსი გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში გავიარე მოკლე პრაქტიკასთან ერთად და უკვე მეოთხე წელია თბილისში ვმუშაობ ამ მიმართულებით საბავშვო ბაღში, სხვადასხვა სტუდიებში თუ ინდივიდუალურად.

პოზიტიური ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის სერტიფიცირებული კურსები პენსილვანიის და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტებში გავიარე ონლაინ.

ვსწავლობდი სამედიცინოზე, ჟურნალისტიკაზე, მაქვს მუსიკალური განათლებაც, კულინარიულიც და რადგან ჩემი ძლიერი მხარე კრეატიულობაა, მრავალფეროვან განათლებას და გამოცდილებას ისე ვიყენებ, რომ იოგას პრაქტიკა ბავშვებისთვის განსაკუთრებულად ხალისიანი და სასიამოვნო ხდება.

მაი ნენიზე იოგას როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრები გვაქვს. მოგვწერე mynanny.ge-ზე მომხმარებლის ჩათში სადაც ზუსტად თქვენს სურვილებზე მორგებული სერვისი არჩევაშ დაგეხმარებით.