ანი – სუპერ-ძიძა

მაი ნენიზე პირველად თქვენთვის კარგად ცნობილი კრაფტების შემოქმედისგან გავიგე. მარიამი ჩემი მეგობარია. ახალი შექმნილი იყო პლატფორმა და პირველი გაკვეთილი ჰქონდა სოფისთან. გაბრწყინება, აღტაცება და საქმიანობის სიყვარული – ყველაფერი ერთმანეთში იკვეთებოდა, როცა თავდაპირველ შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. მაშინ გავიფიქრე, ხომ არ დავრეგისტრირდე-მეთქი და მარიამმაც შემაგულიანა. მალევე მქონდა პირველი გასაუბრება და სწრაფად გადავლახეთ ბიუროკრატიული საფეხურებიც, რათა უკვე შესაძლებელი ყოფილიყო პლატფორმაზე ჯავშანი მიმეღო. 

ჩემი როლი იმაში გამოიხატება, რომ სკოლის მოსწავლეებს ფიზიკასა და მათემატიკაში ვეხმარები და ვცდილობ, ის სირთულეები და სტერეოტიპები, რაც ამ საგნებთან ასოცირდება, ერთად დავძლიოთ. ამ სფეროში გამოცდილება აქამდეც მქონდა, მაგრამ ონლაინ ტუტორის სტატუსი პირველად შევითავსე. დღევანდელი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა საკმაოდ ბევრ სირთულეს წავაწყდით, მათ შორის განათლების სფეროშიც. ახალი პროფესიების დაბადების საჭიროება გაჩნდა და ერთ-ერთი არის ვირტუალური ასისტენტი. სწრაფი, კომფორტული და მარტივად ხელმისაწვდომი – ამ სიტყვებით და ახასიათებდა ალბათ ჩემს ამჟამინდელ ‘პროფესიას’. 

ახლა ჩემს პირველ ვარსკვლავბიჭუნაზე უნდა მოგიყვეთ – ლექსოზე. მარტივად დავმეგობრდით, აღმოჩნდა რომ მსგავს მუსიკას ვუსმენდით, ჩვენი საყვარელი ბენდებიც დაემთხვა ერთმანეთს. ყოველი გაკვეთილი ახალი თავგადასავალი იყო – ვსაუბრობდით ყველაფერზე: გრავიტაციაზე, პლანეტებზე, ჩრდილოეთის ციალზე, კოსმოსზე, ატომურ ბომბზე. უდიდეს მოტივაციას მაძლევს ის ფაქტი, რომ ლექსო მემეგობრება და არ ვიცი, ამ მეგობრობის დამსახურებაა თუ რისი, მაგრამ ცხადია, რომ ორივე ყოველ შეხვედრაზე ვცდილობთ რაღაც ახალი ინფორმაცია მივიღოთ, რაიმე ახალი გავაკეთოთ. ცოტა ხნის წინ თავად შემომთავაზა, ერთმანეთს ქვიზები გავუკეთოთ და შევეჯიბროთო. ხანდახან ვფიქრობ, ლექსო უფრო მეტს სწავლობს ჩემგან, თუ მე – ლექსოსგან. ყველაზე მაგარი იცით რა არის? ის შეგრძნება, შეხვედრის გეგმის ყველა პუნქტს რომ გაივლით, ცოტა ადრე მორჩებით და ეს პაწაწინა ვარსკვლავი გეუბნებათ, მას ახლა ათი წუთი დაგვრჩა და თუ გინდათ, ვილაპარაკოთო. მე მოუთმენლად ველოდები შემდეგ შეხვედრას, სადაც ლექსო თავის დაწერილ სიმღერას და ახალ თავგადასავალს შემომთავაზებს.”

თუ თქვენც გინდათ ზუსტად თქვენი შვილისთვის შესაფერისი სუპერ-ძიძა იპოვოთ, მოძებნეთ მარტივად mynanny.ge-ზე