ნინო, სამი ბიჭის დედაა და ბავშვზე ზრუნვის საკითხებში დახმარება ხშირად სჭირდება. უკვე რამდენიმე ადამიანთან მოასწრო თანამშრომლობა ჩვენი პლატფორმის მეშვეობით და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:

“უბედნიერესი ვარ, რომ არსებობს Mynanny სერვისი, რომელმაც ბევრი პრობლემა მომიგვარა. პირველ რიგში ის, რომ წარმოუდგენლად ადვილი გახდა ჩემთვის სასურველი დამხმარის პოვნა, რაზეც ადრე უამრავი დრო და ნერვები მიდიოდა. მეორე ის, რომ შემიძლია ვენდო იმ კადრს, რომელსაც ამ სერვისიდან მიგზავნიან, რადგანაც რამდენადაც ვიცი, თითოეული მათგანი მკაცრ შერჩევის პროცედურას და ტრენინგს გადის. თავად კადრით კი საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

ერთი თვის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა ახალგაზრდისგან მივიღე სერვისი და ოთხივეთი მეც და ბავშვებიც მოხიბლულნი ვიყავით. მუსიკის მასწავლებელი რეგულარულად მოდის ჩვენთან, შაბათ-კვირის დამხმარეები კი (როცა ჩემს მუდმივ ძიძას დასვენების დღეები აქვს) რამოდენიმე საათით. გადავწყვიტე, რომ Mynanny-სგან სერვისი მაშინაც მივიღო, როდესაც ჩემი მუდმივი დამხმარე არის სახლში.

Mynanny-ს დამხმარეებმა მოახერხეს ჩემი სამი ბიჭის ელექტრონული საშუალებებისგან მოწყვეტა, საინტერესო აქტივობებში ჩართვა და გაკვეთილების მომზადებაში დახმარება (ყველა დამხმარემ იცოდა ინგლისური ენა, რადგანაც ჩემები უმეტესწილად ინგლისურენოვანი არიან და ინგლისურენოვან სკოლაში დადიან).

საკმაოდ კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ სერვისმა მოიზიდა ბიჭი დამხმარეებიც, რაც მისასალმებელია, რადგანაც ბავშვების აღზრდა არ არის მხოლოდ გოგონების/ქალების საქმე.

mynanny-ს წარმატებებს და კიდევ უფრო დიდ ზრდას ვუსურვებ!”.

თქვენს ერთ შვილს გასართობი აქტივობები აინტერესებს, მეორეს კი სკოლის საგნებში სჭირდება დახმარება? Mynanny.ge-ზე ორივესთვის შეძლებთ შესაბამისი ტუტორის პოვნას. ფილტრის დახმარებით აირჩიე სასურველი საგანი ან აქტივობა და მოძებნე მარტივად.