ხელნაკეთი ფაზლები

ფაზლების აწყობა ბავშვებს დროის სახალისოდ გატარებასთან ერთად, ბევრი სხვადასხვა კოგნიტური და მოტორული უნარის გამომუშავებაში ეხმარება. დღევანდელ ბლოგში კი მარიამი აგიხსნით, როგორ შეიძლება დაამზადოთ სხვადასხვა სირთულის ფაზლები თქვენივე ხელით და ამით მათი აწყობის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადოთ.

მარიამ გრიგოლია:

„ვინაიდან ანოს უკვე გამასტერებული აქვს თავისი სათამაშო ფაზლები, ხშირად ვუმზადებ ხოლმე სხვადასხვა სირთულის ფაზლებს!

გაგიზიარებთ როგორ შეგიძლიათ დაამაზადოთ

დაგჭირდებათ: 

  • მუყაო
  • ფერადი ფურცლები
  • წებო

თავდაპირველად ამოჭერით გეომეტრიული ფიგურები (თუ ამ ეტაპზე სახლში არ გაქვთ ფერადი ფურცლები შეგიძლიათ მუყაოს დაახატოთ ფიგურები და შემდეგ გააფერადოთ)
 დააწებეთ   და შემდეგ გაჭერით სიმეტრიულად შუაში! 

ბავშვს ევალება შეაერთოს ერთნაირი ფორმები! ეს თამაში შეგიძლიათ გახადოთ მრავალფუნქციური! გააჩნია რისი სწავლა გაქვთ მიზნად! შეგიძლიათ ასწავლოთ ფერები,
 კითხვა (ვთქვათ დააწებოთ მარცვლები)!

 ფაზლის აწყობა ხელს უწყობს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, აღქმას – ფერების, ფორმების, ზომების და ამასთანავე, განავითარებს წვრილ მოტორულ უნარებს!

აქტივობა სასურველიან 2+ ასაკიდან! „

თუ გსურთ თქვენი შვილი სხვადახვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთოს, თვალი ადევნეთ მაი ნენის ფეისბუქ გვერდსა და მშობლების ჯგუფს.