იშვიათად თუ მოიძებნება მშობელი, რომელსაც ბავშვის რთულ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. ბავშვზე ზრუნვის პროცესში პერიოდულად სხვადასხვა დარგის სპეციალისტის დახმარება გვჭირდება. სწორედ ამიტომ, მაი ნენის ექსპერტების სერვისი ემატება, რაც გულისხმობს, რომ მშობლებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან გაიარონ კონსულტაცია. 

ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია ქცევის თერაპევტ, მარიამ გრიგოლიასთან კონსულტაციის დაჯავშნა.

მარიამი მაი ნენის, მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე, ბავშვთა რთულ ქცევებსა და მათი შეცვლის გზებზე ესაუბრა:

“რთულ ქცევას ერთი უცნაურობა ახასიათებს – რაც უფრო პირდაპირია ჩარევა, იგულისხმება აკრძალვა, მითითება და ასე შემდეგ, მით უფრო ძლიერდება ასეთი ქცევა! მაგალითად, თუ მინდა რომ შევცვალო ანას აგრესია ვასოს მიმართ, ვცდილობ, ანას და ვასოს შევუქმნა ისეთი გარემო, რომ მათ ერთად უკეთ შეძლონ თამაში. ასე მაქსიმალურად ვამცირებ ანას აგრესიის გამოვლენას მაშინ, როცა თუ ანას ვთხოვ არ დაარტყას ვასოს, ან არ წაართვას სათამაშო, ის საპირისპიროს აკეთებს. 

რთული ქცევის უკან დგას ბავშვის საჭიროება, ისწავლოს, როგორ გააკეთოს რაღაც უკეთესად, როგორ გამოხატოს გრძნობები და დაამყაროს ურთიერთობა. როცა ამას ვერ ახერხებს, ირჩევს მისთვის მარტივ გზას და ავლენს რთულ ქცევას, ამით ბავშვი გვიგზავნის მესიჯს იმის შესახებ, თუ რა სჭირდება. მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მას, გამოხატვის უკეთესი გზის მოძებნაში.”

ქცევის თერაპევტი

ძირითადად, რთული ქცევის გამომწვევი მიზეზებია: ყურადღების მიღების სურვილი, კონკრეტული ქცევის თავიდან არიდება და სენსორული საჭიროებები. 

აუცილებელია ბავშვის ქცევაზე დაკვირვება და მისი გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა.

თუ თქვენი პატარების რთული ქცევების მიზეზს ყოველთვის ვერ ხვდებით, ახლა უკვე გაქვთ შესაძლებლობა მაი ნენის პლატფორმაზე დაუკავშირდეთ ქცევის თერაპევტს და კონსულტაცია გაიაროთ მასთან. მარიამ გრიგოლია დაგეხმარებათ ბავშვების ემოციების გააზრებასა და უკეთ მართვაში. 

ქცევის თერაპევტი მარიამ გრიგოლია