ხელოვნების როლი ბავშვის განვითარებაში | რას გვთავაზობს მაი ნენი?

მაი ნენი პლატფორმაა, სადაც არაერთი ჯგუფური აქტივობა ან ინდივიდუალური მომსახურება შეგიძლიათ დაჯავშნოთ, რომლებიც თქვენს პატარებს ხელოვნებასთან სიახლოვის გამოცდილებას შესძენს.

ხელოვნებასთან შეხება ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აქვთ. უყვართ სიმღერა, ხატვა, ძერწვა. მშობლები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ეს აქტივობები მხოლოდ მათ გართობას ემსახურება, მაგრამ ხელოვნებასთან სიახლოვეს ბავშვებისთვის საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს.

ბავშვები ბუნებრივად ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. მას შემდეგ, რაც გადაადგილებას იწყებენ, მიზანმიმართულად მოქმედებენ, ცდილობენ შეისწავლონ გარემო. პატარებს უნდათ გაიგონ, როგორ ფუნქციონირებს სამყარო; ძიება ტვინში სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას, სწავლას, შემეცნებას, გართობას უწყობს ხელს.

ხელოვნება სწორედ შემეცნებისა და თამაშის ნაზავია. ბავშვებს აქვთ თავისუფლება, რომ სხვადასხვა მასალას სასურველი ფორმა მისცენ, ჩაატარონ ექსპერიმენტები ფანქრებით, პასტელებით, პლასტელინით. ხელოვნება მათ მთელ რიგ უნარებს და გამოცდილებას სძენს, რაც არამხოლოდ თვითმოვლის უნარ-ჩვევებისთვის, არამედ სწავლის პროცესისთვისა და თვითშეფასების გაუმჯობესებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაში ფანქრების, პასტელების, ცარცისა და ფუნჯების გამოყენება დიდ როლს ასრულებს. შესაბამისი კუნთების განვითარება პატარებს წერაში, ქურთუკის ღილების შეკვრასა და სხვა საჭირო აქტივობების შესრულებაში ეხმარება.

ხელოვნება ბავშვებს გონებრივ და მათემატიკურ უნარებს უვითარებს. ასევე, მისი მეშვეობით შეისწავლიან და აღიქვამენ განსხვავებულ ზომებსა და ფორმებს. უკეთ ითვისებენ ენას, როდესაც საკუთარ ნამუშევარს, ნახატს აღწერენ ან მშობლების დასმულ კითხვებს პასუხობენ.

კვლევის მიხედვით, ადრეული ასაკის ბავშვებში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში ჩართულობა მათ ეხმარება, რომ უკეთ გაუგონ სხვებს, ამოიცნონ ემოციები, ქცევები და სწრაფად მოახდინონ რეაგირება.

მაი ნენის გუნდისთვის მნიშვნელოვანია ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობები. აქ არაერთი გამოცდილი და მხიარული ხატვის ტუტორია, რომლებიც თქვენს პატარებს დაეხმარებიან, ხატონ თავისუფლად, ხალისიანად და ამავდროულად, განვითარდნენ. შეგიძლიათ, იპოვოთ ძერწვის, ცეკვის, კრაფტების, მუსიკის ჯგუფური აქტივობებიც, დისტანციურად ან ღია სივრცეში, რომლებიც თქვენი პატარას შემოქმედებითი და სხვა უნარების წარმოჩენასა და გავარჯიშებაში დიდ წვლილს შეიტანს.