კვების მსუბუქ პრობლემებსა და საკვებზე უარის თქმას ხშირად ვაწყდებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და როგორც წესი, ეს პრობლემები ხშირად მალევე გვარდება, თუმცა ბავშვების გარკვეულ ნაწილს აღენიშნება კვების უფრო მწვავე დარღვევები, კვების ნაკლებობის თვალსაჩინო ნიშნებითა, თუ მის გარეშე. ეს ხდება მაშინ, როდესაც მშობლები უნებურად ამყარებენ ბავშვის ასეთ ქცევას. კვების პრობლემები

კვების პრობლემები

მშობლებს ხანდახან მცდარი შეხედულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამენ ისინი „არ ჭამას“. ხშირად ბავშვს სთავაზობენ საკვების იმაზე დიდ ულუფას, ვიდრე ბავშვისთვის მიზანშეწონილია. ამ დროს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, სიმაღლე, მეტაბოლიზმი, და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი. საკვების დაძალება იწვევს ბავშვებში უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ყოველი ჭამის დროის დასჯად აღქმას. რეალურად, პრობლემების უკან ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იდგეს.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ზუსტი მიზეზის დადგენა, რათა სწორად შევარჩიოთ პრობლემის მოგვარებაზე მიმართული სტრატეგიები. ადრეულ ეტაპზე ჩარევა ბავშვს იცავს ჯანმრთელობის პრობლემებისგან, ბულინგისა და იმ სირთულეებისგან, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ბაღში, სკოლაში, მოგზაურობის დროს და ა. შ.  მაგალითად ბავშვი, რომელიც საკვებს მხოლოდ დაბლენდერებული ფორმით მიირთმევს, ხშირად სირთულეებს აწყდება ბაღში და სკოლაში. ის შეიძლება გახდეს დაცინვის მსხვერპლი თანატოლების მხრიდან, ან პირიქით, სხვა ბავშვებმაც მოითხოვონ იგივე ფორმით საკვების მიღება. აღნიშნული პრობლემა სირთულეებს უქმნის მშობელს დასვენებისა, თუ სტუმრობისას. ამავე დროს ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაბლენდერებული საჭმლის მიღებისას, ფერხდება ღეჭვის უნარის განვითარება, რაც იწვევს როგორც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, ასევე პირის აპარატის განვითარების შეფერხებასა და მეტყველების დარღვევას, ბავშვებს უჭირთ თანხმოვნების მკაფიოდ წარმოთქმა.

კვების პრობლემები

როგორც უკვე იცით, მაი ნენის ახალი სერვისი დაემატა – მშობლებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან შეუძლიათ ინდივიდუალური შეხვედრის დაჯავშნა და კონსულტაციის მიღება. ბავშვებში კვების პრობლემებთან დაკავშირებით შეგიძლიათ კონსულტაცია დაჯავშნოთ ქცევის თერაპევტ ანა წურწუმიასთან. ის დაგეხმარებათ კვების პრობლემების ზუსტი მიზეზის დადგენასა და მათი მოგვარებისთვის სტრატეგიის შემუშავებაში.