ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ და სახალისოდ გატარებაში ბავშვებს საზაფხულო ბანაკები დაეხმარება. ბანაკი შესანიშნავი ადგილია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ახალი მეგობრებისა და გამოცდილებების შეძენა, ახალი ინტერესების აღმოჩენა და ძველი ინტერესების გაღრმავება.

თანატოლებთან დროის გასატარებლად და საინტერესო ისტორიების დასაგროვებლად ამ ზაფხულს ბავშვებს შეუძლიათ რამდენიმე ბანაკს შეუერთდნენ. გიზიარებთ მაი ნენის რჩეულ ბანაკებს:

ფორესტ კემპი

ფორესტ კემპი ბაქსვუდის სკოლის მიერ ორგანიზებული ბანაკია, სადაც ბავშვები ინგლისურ ენას დაეუფლებიან. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში, კონკურსში, ინტელექტუალურ, სახელოვნებო და სპორტულ შეჯიბრში, ექსკურსიასა და ლაშქრობაში. ბანაკში მონაწილეობის მიღება 8-16 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ და ის 28 ივნისიდან ყოველკვირეულად გაიმართება.

ზაფხულის აკადემია

საზაფხულო ბანაკები

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია საზაფხულო აკადემიაში იწვევს ბავშვებს. პროგრამაში მონაწილეობა III-IX კლასის ბავშვებს შეუძლიათ. 28 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით, ბავშვები მათი ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი აქტივობებით დაკავდებიან. საზაფხულო აკადემია აკადემიური ხასიათისაა და ემოციური ინტელექტის განვითარებაზეა კონცენტრირებული.

ექსპერიმენტორიუმი

ჰარი პოტერის მოყვარულებს ესპერიმენტორიუმი ელოდებათ. ჰოგვორტსის სკოლაში 7 დღის განმავლობაში ბავშვები ჯადოსნური კულინარიით, სიბრძნის კოქტეილებით, შემეცნებითი ვორქშოპებითა და მასტერკლასებით დაკავდებიან. ამასთანავე, გალაქტიკაშიც იმოგზაურებენ და სხვადასხვა მუზეუმსაც ესტუმრებიან. ჰოგვორტსის სკოლა ორ ნაკადად ჩატარდება, 16-22 და 23-30 ივნისს. სკოლა განკუთვნილია 6-12 წლის ბავშვებისთვის.

მაი ნენის დღის ბანაკი

მაი ნენი მშობლებს დღის ბანაკს სთავაზობს თბილისის რამდენიმე დასახლების დაცულ სივრცეში. ბანაკი ყოველკვირეულია და 5-7 წლის ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. მაი ნენის მხიარულ მენტორებთან ერთად, ბავშვები ბევრ მხიარულ და აქტიურ თამაშში ჩაერთვებიან. ბანაკი 21 ივნისიდან იწყება და არდადეგების განმავლობაში გაგრძელდება.

მწვანე ბანაკი

საზაფხულო ბანაკები - მწვანე ბანაკი

მწვანე ბანაკი უკვე რამდენიმე წელია აწყობს ბანაკებს ბაკურიანში. წელს ბანაკი 28 ივნისიდან ოთხ ნაკადად ჩატარდება. 7-12 და 13-16 წლის ბავშვები თავიანთ ასაკთან მორგებული საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებით გაერთობიან. ბავშვებს, ასევე, ელით არტ-თერაპია, ლაშქრობები ბაკურიანის ტყეში, იოგას ვარჯიშები, სამაგიდო თამაშები და სხვა აქტივობები.

შერვუდი

საზაფხულო ბანაკი - შერვუდი

შერვუდი ინგლისურენოვანი ბანაკია ბაკურიანში, 9-17 წლის ბავშვებისთვის. 10 დღიანი ბანაკის განმავლობაში ბავშვები დასვენებას, სწავლასა და გართობას ერთდროულად შეძლებენ. 6-15 აგვისტოს, ბანაკის მონაწილეებს შეეძლებათ ინგლისურის გაკვეთილებს დაესწრონ, კარნავალზე წავიდნენ და ბარბექიუც მოაწყონ.

ამერიკული ბანაკი

საზაფხულო ბანაკები

ამერიკული ბანაკი კიდევ ერთი ინგლისურენოვანი ლიდერთა ბანაკია, ისევ ბაკურიანში. ეს ბანაკი მათთვისაა, ვისაც ამერიკაში უფასო გაცვლითი პროგრამის FLEX-ის შესახებ მეტის გაგება სურს. სასწავლო პროგრამასთან ერთად, ბავშვებს ელის სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. ბანაკი განკუთვნილია 7-15 წლის მოზარდებისთვის.  

სამშვილდის საზაფხულო სკოლა

წლევანდელი ზაფხული არც ისტორიითა და არქეოლოგიით დაინტერესებულ ბავშვებს დატოვებს განაწყენებულს. სამშვილდის საზაფხულო სკოლა ორ ეტაპად ჩატარდება, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. აქ საექსპედიციო საველე სამუშაოების ტექნიკის შესწავლის გარდა, შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენა. პროგრამის მონაწილეები არქეოლოგიურ გათხრებში მიიღებენ მონაწილეობას და ისწავლიან მონაპოვრის კამერალურ დამუშავებას.

თუ ბანაკის შემდეგ ისევ გინდათ ახალი თავგადასავლები, მაშინ გაეცანით ჩვენი საზაფხულო აქტივობების შესახებ ბლოგს.

თუ ჯგუფური აქტივობები არ გაინტერესებს და მხოლოდ შენი ოჯახისთვის გსურს საინტერესო აქტივობების შერჩევა, მაი ნენის ვებგვერდს ეწვიე და დაჯავშნე სასურველი აქტივობა

გაითვალისწინეთ, რომ სანამ რჩეულ ბანაკში გაუშვებთ ბავშვს, გადაამოწმეთ კოვიდთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები, რომელსაც თქვენ რჩეული პროგრამა გთავაზობთ.