ნანა, აშშ

ონლაინ განათლება განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიური ცხოვრების პირობებში. ვფიქრობ, დრო, მოთხოვნები და ტექნოლოგიები ისე შეიცვალა, სამომავლოდ განათლება აუცილებლად გახდება კომბინირებული და ონლაინ ნაწილი ამ კომბინაციაში მსუყე ნაჭრით იქნება წარმოდგენილი.  მაი ნენი

ჩემი შვილებისთვის პროგრამირების მასწავლებელს ვეძებდი. ამერიკაში, ეს გაკვეთილები საკმაოდ ძვირადღირებულია და ხარისხსაც მოძებნა სჭირდება. გადავწყვიტე საქართველოში მომეძია გონიერი მასწავლებელი, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით. რჩევა ილიაუნის, ტექნოლოგიებში გამორჩეულ მასწავლებელს დავეკითხე. მისი რჩევით  მაი ნენის პლატფორმაზე დავრეგისტრირდი და ასე დაიწყო ჩვენი და მაი ნენის ურთიერთობა.

მაი ნენი

ბავშვებთან მუშაობენ სტუდენტები. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ბავშვებისთვის, ეს გაკვეთილები არის სახალისო და შემეცნებითი. განსაკუთრებით უხარიათ, მათთან ასაკით არც ისე შორს მყოფ, ხალისიან ახალგაზრფებთან დროის გატარება.

რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, გოგოებს ვთხოვე შეეფასებინათ მასწავლებლები 10 ქულიანი შკალით და ორივემ მითხრა “მილიონიდან მილიონ” ქულას ვუწერთო.

განათლება ცხადია პრიორიტეტულია, მაგრამ პირადად მე ბავშვების განათლების დაგეგმარებაში უპირატესობას მათი ბედნიერების კოეფიციენტს ვანიჭებ. რაც არ უნდა ბრწყინვალე შედეგი დადონ, თუ ბავშვი ბედნიერი არაა პროცესით, შედეგი არ მიღირს.

საოცრად კმაყოფილი ვართ, რომ ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ვიპოვეთ.

მაი ნენი

თქვენც შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი შვილისთვის შესაფერისი ტუტორი ჩვენს ვებგვერდზე.