ცნობილია, რომ თამაშს არა მხოლოდ გასართობი, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. თამაშების ბევრნაირი დაყოფა არსებობს, თუმცა ჩვენ ქვემოთ ჩამოთვლილ ოთხზე, ამ ოთხიდან კი კონკრეტულად ფიზიკურ, მოძრავ თამაშებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

რა სახის თამაშები არსებობს?

თამაშები, რომელიც ავითარებს კუნთებს და აუმჯობესებს სისწრაფეს, კოორდინაციასა და ძალას.

ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს და შიშებს თამაშის მეშვეობით.

თამაშით ბავშვები სწავლობენ, თუ როგორაა სამყარო მოწყობილი; როგორ შეუძლიათ გადაჭრან პრობლემები და დაისწავლონ ახალი უნარები.

თამაში ასწავლის ბავშვებს როგორი სოციალური ქცევაა მისაღები საზოგადოებაში და როგორ უნდა იურთიერთონ სხვებთან. ისინი სწავლობენ გაზიარებასა და თანამშრომლობას.

ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელია ადრეულ ასაკში ბავშვი ფიზიკურად აქტიური იყოს. აქტივობები ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ბავშვი სხვადასხვა უნარების გამოყენებას ახერხებდეს. უსაფრთხო, მასტიმულირებელი გარემო ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პოზიტიური როლური მოდელები.

ბავშვებს რეგულარული ფიზიკური აქტივობები სჭირდებათ – აქტიური თამაშები მნიშვნელოვანია როგორც ძვლებისა და კუნთებისთვის, ასევე თავის ტვინის განვითარებისთვის. აქტიური ცხოვრება არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური კეთილდღეობისთვისაც საჭიროა. ბავშვებისთვის აუცილებელია რომ ყოველდღიურად იყვნენ ფიზიკურად დატვირთულები.

ასეთი თამაშები ხელს უწყობს ბავშვის სოციალურ-კომუნიკაციურ უნარებსაც. ბავშვებს უწევთ გუნდურად თამაში და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება. ეს კი ზრდის ბავშვებში მიმღებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების ფორმირებისთვის.

გარდა ამისა, ფიზიკურად აქტიური ბავშვი ნაკლებ დროს ატარებს ეკრანთან, რაც დღესდღეობით დიდ პრობლემადაა ქცეული.

როგორც ექსპერტები თვლიან, სკოლამდელი ასაკიდან მოყოლებული, ბავშვი დღის განმავლობაში, სულ მცირე ერთი საათი მაინც უნდა იყოს აქტიურად ფიზიკურად დატვირთული.

იხილეთ ჩვენი ხელნაკეთი ფაზლების ბლოგი რათა სახლშიც მარტივად შეძლოთ ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვა.

ზაფხულის პერიოდი რომ ფიზიკურად დატვირთულები იყვნენ თქვენი ბავშვები, ამისათვის შეგიძლიათ დღეში 1 საათი აქტიური თამაში დაუგეგმოთ მაი ნენის ძიძებთან.