ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ შეიძლება მშობელმა ტუტორის დახმარებას მიმართოს. მაგალითად, ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ სწავლის პროცესში ბავშვისთვის სხვა ადამიანის ჩართულობა უფრო ეფექტურია, ზოგს კი უბრალოდ დრო არ აქვს რომ თვითონ ჩაერთოს მეცადინეობის პროცესში. ტუტორის დახმარებით ბავშვი უკეთ ეუფლება საგანს, ხდება უფრო თავდაჯერებული და სწავლისთვის მნიშვნელოვან უნარებს განივითარებს. 

1) ინდივიდუალური და უნიკალური გამოცდილება

ტუტორის გაკვეთილები ინდივიდუალურად, ბავშვის საჭიროებებზეა მორგებული. გაკვეთილი ერთი ერთზე ტარდება და შესაბამისად მთლიანად ბავშვის უნარების გათვალისწინებითაა დაგეგმილი.  

2) ზრდის აკადემიურ მოსწრებას

ტუტორთან მუშაობის შედეგად ბავშვი უფრო წარმატებული ხდება ამა თუ იმ საგანში და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს მაი ნენიზე. 

3) სწავლისა და სკოლისადმი დამოკიდებულება უმჯობესდება

ბავშვისთვის სწავლა უფრო მეტად სახალისო ხდება და ტუტორის მხარდაჭერის შედეგად სწავლის პროცესი აღარაა ისეთი სტრესული, როგორც მანამდე.

4) აუმჯობესებს საკუთარი თავის აღქმას და ზრდის თვითშეფასებას

საჭირო უნარების შეძენის შედეგად ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებში უფრო მეტადაა დარწმუნებული.

5) წაახალისებს კითხვის დასმის კულტურას

ბავშვს ნაკლები შიში აქვს თანატოლებისგან განკითხვის და თავისუფალ გარემოში, ნელ-ნელა ეგუება იმ ფაქტს, რომ კითხვის დასმა არაა სამარცხვინო.

6) გამოწვევების წინაშე დაყენება

ბავშვებს, რომლებსაც მოყირჭებული აქვთ ტრადიციული მეთოდებით სწავლება, სხვადასხვა გამოწვევებს უსახავს. 

სკოლის პედაგოგი და ტუტორი ერთად მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომელიც ბავშვისთვის პრობლემურია და შესაბამისად დგება ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ეხმარება ბავშვს მასალის მარტივად ათვისებაში.

მაი ნენიზე შეგიძლიათ ყველა საგნის ტუტორი იპოვოთ და პირადად, ჩატის მეშვეობით გაესაუბროთ.